.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ტარიელ ხარხელაური (შენ ჩემო დიდო ტკივილო)
19:28
ტარიელ ხარხელაური (შენ ჩემო დიდო ტკივილო)
შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო – დარდიანაო.
შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე…
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო…
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.
მე თუ არ მეტრფის – დაიწვას
თვალები – ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 950 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]