.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » სწუხდი, იქნება წვიმა ისეთი
16:03
სწუხდი, იქნება წვიმა ისეთი


სწუხდი, იქნება წვიმა ისეთი,
 ეგება დედამ არ გამიშვასო. 
ჩემთან წვიმაში მოკისკისებდი -  
არაფერია, არაუშავსო... 
თუ გახსოვს, დიდხანს გალოდინებდი,
 გეკარგებოდა მოსვლის იმედი,
 მე კი შორიდან გითვალთვალებდი
 ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი... 
მე მახარებდა შენი ჩივილი,
 შენი ბუზღუნი და საყვედური, 
წვიმაში ხესთან იდექ ჩრდილივით,
 მართლა ჩრდილივით, ჩემი ერთგული... 
ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი, 
ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი, 
ისევ ისეთი ხარ სასურველი - 
 ჩემი ოჯახის დიასახლისი. 
განა, ახლა კი ნაკლებ მიყვარხარ,
 ჩემი ოჯახის პატარა იავ?!
 ისე კი, გული მეთანაღრება -  
შეყვარებული რომ აღარ გქვია...
კატეგორია: ♥სიმღერები | ნანახია: 1255 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]