.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » სტატუსები ერთგულებაზე
18:06
სტატუსები ერთგულებაზე



1) ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.

2) ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახობით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით არ სჯობს.

3) ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ;; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.

4) ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს არ დაარღვევს

5) სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც სიყვარული, ვერც მეგობრობა და ვერც სათნოება.

6) ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.

7) ერთგულება პირველი აუცილებლობაა მეგობრობისათვის. 

8) ერთ-ერთი დიდი სიმდიდრე საიმედოდ შენახული წარსულია.

9) ერთგულება საქმით უნდა დაამტკიცო.

10) ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს.
მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 908 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]