.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » სიყვარულია-მას რომ შეხედავ
15:05
სიყვარულია-მას რომ შეხედავ
სიყვარულია-მას რომ შეხედავ და
გული დაგიწყებს ძგერას
სიყვარულია-რომ დაინახავ და 
უმალ დაიწყებ წერას 
სიყვარულია-რომ დაინახავ
და მიაშურებ მუზას
ოცნების ზღვაში ჩაუშვებ, 
 შენ რეალობის მუზას
 მას რომ შეხედავ თითქოს გენთება,
გულში, ათასი გრძნობის სანთელი
 სიყვარულია- რომ დაინახავ 
სულში ინთება სითბოს კანდელი
თავს რომ შევხედე,
გრძნობას ათოვდა
სიყვარული კი
სევდას ათბობდა
გაწვიმდა სულში
ცრემლით გაწვიმდა 
რჩება ის გრძნობა 
ნაზი და წმინდა 
სიყვარულია-მას რომ შეხედავ და
გული დაგიწყებს ძგერას 
სიყვარულია-რომ დაინახავ და 
უმალ დაიწყებ წერას 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 918 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]