.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა
18:14
სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა

სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა...ეს არის გრძნობა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოვებს,ცხოვრებას გვილამაზებს,სიცოცხლის სურვილს გვიმატებს...ამ ცოდვილ მიწაზე ერთმანეთის გატანაში გვეხმარება... 
...საბრალოა ადამიანი, რომელიც უსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას... იოვანე მოციქული მოგვიწოდებს: "საყვარელნო! გიყვარდერთ ერთმანეთი,რადგან ღვთისაა სიყვარული..." 
უფალმა დაგვანახა თუ რაოდენ ვუყვარვართ ცოდვილნი,მისი შექმნილი ადამიანები...ჩვენ კი იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა...ღვთის სჯული ქადაგებს სიყვარულს და თუ შევიყვარებთ ერთმანეთს, შევიცნობთ ამ გრძნობას,მაშინ ავასრულებთ მის სჯულს.... 
თუ არ გვეყვარება ისინი, ვისაც ვხედავთ, მაშინ როგორღა შეიძლება შეგვიყვარდეს ღმერთი რომელსაც ვერ ვხედავთ?... 
ღმერთი ხედავს ჩვენს ყველა თვისებას,ჩვენს ცოდვებსა და მანკიერებასაც, მაგრამ მაინც ვუყვარვართ...ჩვენც მითუმეტეს უნდა გვიოყვარდეს ერთმანეთი, როცა არ ვიცით ურთიერთობის ფარული,ბოროტი ზრახვები და ზრახვებიდა ვცდილობთ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ... მაშ, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღვთისნიერი, წრფელი სიყვარულით? რა გვიშლის ამაში ხელს? ალბად შური და ის ანგელოზი რომელიცშურმა ეშმაკად აქცია...... 
სიყვარული დევნის მას, რადგან შიში არის ტანჯვა, ღვთისნიერ გრძნობაში კი არ შეიძლება ტანჯვა იყოს...სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ამპარტავნობს, არ ჩადის უწესობას,არ განიძრახავს ბოროტს,არ ცხოვრობს სიცრუით,არამედ მხოლოდ_ჭეშმარიტებით... ეს გრძნობა ყოველთვის იცინის და ითმენს, ყველაფრის წამს და იმედი აქვს.... იგი არასოდეს მთავრდება... 

ყველაფერი რომ დაკრგოს ადამიანმა სამი რამ მაინც რჩება: რწმენა, იმედი და სიყვარული... ხოლო ამათგან სიყვარული უმეტესია... და რადგანაც პავლე მოციქულის სიტყვებით: 

" სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს, დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი...

კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 882 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]