.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » სიყვარული არის როდესაც ერთი წამიც არ გადის იგი რომ არ გახსოვდეს
17:01
სიყვარული არის როდესაც ერთი წამიც არ გადის იგი რომ არ გახსოვდეს


სიყვარული არის როდესაც ერთი წამიც არ გადის იგი რომ არ გახსოვდეს და ყველანაირი ლაპარაკის დაწყებისას საბოლოოდ მას უკავშირებ ყველაფერს, ისე რომ ვერც ამჩნევ. სიყვარულია მაშინ, როდესაც ყოველთვის გინდა მისი ნახვა, მისი ხმის გაგონება, მისი შეხება. როდესაც მას ხედავ გული სწრაფად გიცემს, სუნთქვა გიჩქარდება, მუცელში არასასიამოვნოდ გივლის, მუხლები გეკეცება და ხანდახან კანკალებ კიდეც. მასთან ლაპარაკის დროს ცდილობ იყო უფრო ზრდილობიანი, გამორჩეული, ჩკვიანი, ლამაზი, ყველაფერს აკეთებ რომ ემოციები მოთოკო, მაგრამ არაფერი გამოდის და ხშირად ისე იბნევი, რომ ძალიან სულელს გავხარ. სიყვარული არის, როცა გენატრება მისი მიმიკები, სუნამო, გიყვარს ყველაფერი რაც მას უყვარს. პატივს სცემ მის გადაცყვეტილებებს, აზრებს. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც დაინახავ ან გაიცნობ ვინმეს და მოგეწონება, ფიკრობ თუ რა დაინახე მასში ისეთი განსაკუთრებული,საბოლოოდ კი მიხვდები, რომ ის ან გარეგნულად ან სულიერად გავს მას. თუნდაც ჩაცმულობით, სტილით, ხმით, მანერებით, სიარულით, ხასიათით და ა.შ. სიყვარულია მაშინ როცა მისი გულისთვის ყველაფერს გააკეტებ. თვეების განმრვალობაში რომ გეგმავდე რამეს, ერთი სული გქონდეს როდის დადგება ის დგე და სწორედ ამ დღეს გთხოვოს რამე, ერთი სიტყვა საკმარისი იქნება, რომ ყველაფერი საერთოდ ამოშალო. მის გამო მზად უნდა იყო ყველაფრისთვის და ყველაფერს ხალისით აკეთებდე. სიყვარულია მაშინ, როდესაც გიყვარს ყველაფერი ის რაც მის თავს გახსენებს. ის ქუჩა სადაც ერთად იდექით, ის კაფე სადაც ერთად იჯექით, რაიმე ნივთი, ფერი და სიმღერა. როდესაც იმ მელოდიას უსმენ რომელიც იცი რომ მას უყვარს, მშვიდდები და მთელი გონებით მასზე ფიქრობ. სიყვარულის დროს მზად ხარ საკუთარი თავი ბოლომდე გადათელო და სულ დაივიწყო პატივმოყვარეობა, რაც ერთ-ერთი უსაშინლესი თვისებაა. ტუ მასთან არ ხარ ყველაფერს აკეთებ ოღონდაც გაიგოს, რომ გიყვარს. თუ შეყვარებულ ადამიანს ტვინი აქვს, ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ გული ტვინზე ძლიერია. სიყვარული ქვია, როცა ცუდ ხასიეთზეც რომ იყო ცაში დაფრინავ მის დანახვაზე. როცა შენთან არ არის თითქოს რაღაც გაკლია. სიყვარულია, როცა მის ყოველ სიტყვას უსმენ, როცა მისი ნათქვამი აგღაპრთოვანებს. სიყვარულია, როცა მის ყველა ნაბიჯს იგებ. სიყვარულია, როცა შენი თავი არ მიგაჩნია მის ღირსად, როცა ბოლომდე ენდობი და ისიც გენდობა. სიყვარული არ არსებობს უცრემლოდ. პირიქით, ის ხშირად სავსეა ამით. სიყვარულია, როცა ის არის შენი სიცოცხლე, ჰაერი, ის შენტვის ულამაზესია, უსაყვარლესია უჭკვიანესია, მართლა რომ მზად ხარ გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ის იყოს ბედნიერი, თუ შენ არა. მაშინ გიყვარს, როცა ის ერთია და სხვა შენთვის არარსებობს!   



რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - "უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 1154 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]