.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » სიმაღლეში ზრდის პრობლემები (ფიზიკური განვითარება)
13:49
სიმაღლეში ზრდის პრობლემები (ფიზიკური განვითარება)



ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.

გარეშე ფაქტორების რიცხვს ეკუთვნის ბავშვის ასაკთან შეთანადებული ბალანსირებული, ადაპტირებული კვება. ამ ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც მოზარდებში, განსაკუთრებით - ვაჟებში, შესამჩნევად მოიმატა ზრდის ტემპმა. ეს პროცესი უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვების პრობლემა, ფაქტობრივად, არ დგას, ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვთა კვების საკითხი მოუგვარებელია. შესაძლოა, ამიტომაც არის უფროსკლასელებს შორის ამდენი ტანდაბალი მოზარდი.
ზრდის ტემპის შეჩერებას მძიმე, ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. იმ ენერგიის ნაწილს, რომელიც ზრდას უნდა მოხმარებოდა, დასუსტებული ორგანიზმი ჯანმრთელობის აღსადგენად ხარჯავს, თანაც ზრდის პროცესის ინტენსივობა გამოჯანმრთელებისთანავე არ აღდგება.
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ბურთზე, ველოსიპედსა და ციგურებზე მეტად ტელევიზორი და კომპიუტერი იზიდავთ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
ზრდაში ჩამორჩენის კიდევ ერთი მიზეზი არაადეკვატური ფსიქოსოციალური გარემოა: ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან დედის სითბოს და, საზოგადოდ, ადამიანურ ყურადღებას, ხშირად ზრდის შეფერხება აღენიშნებათ.

ზრდის დარღვევა სხეულის პროპორციებზეც აისახება. მიიჩნევა, რომ იდეალური პროპორცია - ფეხის სიგრძის (ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილიდან ქუსლამდე არსებული მანძილის) შეფარდება სიმაღლესთან - დაახლოებით 0.61-ის ტოლია. რაც უფრო მეტია ეს თანაფარდობა, მით უფრო ახლოს არის სხეულის პროპორცია იდეალთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო ლამაზია ადამიანი (სილამაზის კონკურსების კრიტერიუმები გაიხსენეთ). სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს მაჩვენებელი 0,52-ს უტოლდება. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ არასაკმარისად დაბალანსებული კვების რეჟიმის, დაავადებებისა თუ სხვა არასასურველი ფაქტორების გავლენით ზრდაში ჩამორჩენა უმეტესად ფეხების სიგრძის მატების შეფერხების ხარჯზე ხდება. მოზარდებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზრდის გენეტიკური პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ, მოკლე ფეხები აქვთ.

mkurnali.geსიმაღლე და ჰორმონები
ზრდის პროცესში, გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა, უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ.
ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონის გამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის. ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც - ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა.
ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის - ძვლოვან სისტემაშიც.
ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონიც მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1142 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]