.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » სიკვდილი?ხშირად მინდება
19:51
სიკვდილი?ხშირად მინდება


სიკვდილი?ხშირად მინდება 
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან 
სულ ცოტა ალერსი მჭირდება, 
რომ არ შევიშალო თანდათან 
ხანდახან ხარხარი მინდება 
ყვირილი მინდება ხანდახან, 
ხანდახან გულიც კი მისკდება, 
ლამის შევიშალო თანდათან 
ხანდახან სიშორე მაგიჟებს 
ჭკუაზე ვიშლები თანდათან 
ხანდახან არავინ მჭირდება 
მარტოობა მშლის თანდათან. 
მადლობა უფალს,რომ არსებობ 
ცოდვები შემინდე ხანდახან 
მე შენი სიცოცხლე მჭირდება 
რომ არ შევიშალო თანდათან
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 922 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]