.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » სიჩუმე იყო ირგვლივ საოცარი სიჩუმე...
13:58
სიჩუმე იყო ირგვლივ საოცარი სიჩუმე...

სიჩუმე იყო ირგვლივ საოცარი სიჩუმე...როდესაც ხის ტოტმა დაიკანკალა მაშინ ამოვიხედე ზემოთ და მთვარის ნისლიან ღამეს კალიებისა და სიბნელის წყვდიადში,რატომღაც განათდი...განათდი საოცრად,საოცრად ანათდნენ შენი თვალები,შენი საოცარი თვალები,,,მაშინ ვერ ჩაგხედე თვალებში...მაგრამ მივატოვე ყველაფერი,ოცნებები ფიქრები..მივატოვე სამყარო და გავქრი,ოდესმე გამქრალხარ?..მიატოვებდი ჩემს გამო yველაფერს? ..გამქრალხარ ამ სამყაროდან?სადღაც შორ და ამოუცნობ ილუზიაში...მე მაშინ გავქრი,გავქრი შენთან ერთად და უარი ვთქვი რეალობაზე,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,სიცოცხლეს გაჩუქებ ოღონდ ისევ შემომხედე...უცნობო...ჩემო უცნობო,ვინ ხარ?რატომ გამაქრე წამიერად....რატომ შემოmხედე...მე ხომ ვერ გითხარი როგორ მიყვარდი იმ წამს...ისე მომინდა ჩახუტება...გეფიცები არასდროს გაგიშვებდი,არასდროს გეტყოდი მშვიდობით რადგან..მიყვარხარ...ამ წამს მიყვარხარ...იცი რა გრძელია ეს წამი? არ იცი..არა... არ მიცნობ,მე არავინ მიცნობს იცი...ცუდია...მე გიცნობ....სამყარო დაინგრა,დაინგრა როცა გაგიცანი,ჩემი წამი სამუდამო გახდა და არ გავიდა....ჩემი სიყვარული სამუდამოა და თუ გავქრები,შენც წაგიყვან....გეფიცები წაგიყვან რადგან...მიყვარხარ...როდესაც ჩაგიხუტე,რატომღაც გაქრი...რატომ...უცებ ნისლიც გაიფანტა და ამ ნისლს გაყევი შენც....დამტოვე ღამესთან,..მთვარესთან.. 
რაო მთვარევ,შენ მიცნობ?...მიცნობ მაგრამ ცუდია რომ ვერ მომწვდები...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 893 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]