.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » შეუძლებლობის შესაძლებლობით ვშორდებით მიწას
22:42
შეუძლებლობის შესაძლებლობით ვშორდებით მიწას


შეუძლებლობის შესაძლებლობით ვშორდებით მიწას,
ზევით უხსოვარ მომავალის დასაბამისკენ,
აღარაფერი ჩვენ ამ წარსულში აღარ გვახარებს,
აღარაფერი ამ ქვეყანაზე არ შეგვაჩერებს.

ეს ჩვენ აქ გვთვლიან უცხოებად ერთმანეთისთვის,
ვერ მხილველები სასახლეთა გამჭოლ ისრების,
დროში დაკარგულ მატარებლის ძველი მგზავრები,
ჩვენ უსასრულო დაშორების ვერ მიმხვედრები.

...და მერე როცა გაიფრენენ ათასწლეულნი,
ჩვენ ერთმანეთით აღვსილები კვლავ დავბრუნდებით,
სიყვარულისთვის ჯვარზე ნაცვამ კაცობრიობას
და ერთმანეთით ნახარები ერთნი ვიქნებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 806 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]