.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » შენ შვიდი ფერი ვერ დაგხატავდა
12:53
შენ შვიდი ფერი ვერ დაგხატავდა

შენ შვიდი ფერი ვერ დაგხატავდა,
შენთან ფერები არაფერია,
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს,
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
ვერც რაფაელი და კონსტანტინე
და ვერც პიკასოს ფერთა მორევი
ვერ დაგხატავდნენ,ვერ დაგხატავდნენ,
შენს პორტრეტს მარტო მე მოვერევი.
და რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით
გამოვხატავდი სულის ზმანებას
ან მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ
შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას.
ან და მწერალი რომ მაინც ვიყო
შენზე დავწერდი ლექსებს იმხელას
ან მომღერალი რომ ვყოფილიყავ
შენ მოგიძღვნიდი ყველა სიმღერას.
ალი რომ ვიყო ლალების მეფე
გადედოფლებდი ალბათ დალებთან,
მე საიქიო რომ ჩამაბარონ
არ მიგიშვებდი მე მის კარებთან.
ეს ყველაფერი რომ შემძლებოდეს
შენი ალერსით გავიხარებდი
და ცოტა ბედიც რომ მქონებოდეს
დღეს ამ განწირულს შემიყვარებდი..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 936 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]