.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
15:33
შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,


შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათი ათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაშინებს,დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს,უკაცრავად დაიგვიანებ
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს
ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ
მაგრამ რაღადროს უკაცრავად,მე ვერ გაგითბობ
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებშიშველი
მაგრამ რაღადროს უკაცრავად ვეღარ გიშველი
გაგიჭირდება,სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში,მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები
მაგრამ რაღადროს უკაცრავად იქ არ ვიქნები
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ
"როცა გეძებდი სად იყავი?"დაიგვიანე
მთელს სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი
ახლა რაღადროს უკაცრავად მე შენ..........მიყვარდი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]