.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » შეიძლება შეიცვალოს…
20:10
შეიძლება შეიცვალოს…
 შეიძლება შეიცვალოს…
შეიძლება შეიცვალოს ყველგან ყველა არე,
ჩამოვარდეს ანდაც ციდან ბინდისფერი მთვარე,
რომ ბუნება შეიშალოს აგვისტოში თოვლით,
წარმართებმა შეიწუხონ თავი კაცის მოვლით.
შეიძლება შეიღებოს უძველესი მიწა,
ნანგრევებად გადაიქცეს მთელი დედამიწა,
სახლში მისულს კართან მდგომი სახლის კარს რომ აღებს,
სახლის ნაცვლად დაინახავს უსასრულო ბაღებს.
ისიც შეიძლება უცებ მოვკვდე ანდა მოვკვდე,
ამის შემდეგ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოვხვდე,
და ეშმაკსაც წმინდანების ქუდი თუ ახურავს,
რომ დამპალ სახლს გაუკეთებ ოქროს ბრძენ სახურავს.
რათქმაუნდა შეიცვლება სულ წინ წავა დრო,
სხვანაირად იაზროვნებს მიწიერი ბრბო,
შეიღებოს, შეირეკოს, ლურჯი ფონი ცის,
შეიცვალოს შეიძლება დაბურული ტყის.
შეიცვლება ყველაფერი რასაც ირგვლივ ვხედავ,
შეიძლება კატაც კი რომ გადაიქცეს ვეფხვად,
მაგრამ აღარ შეიცვლება არასოდეს ის,
რაც ჩემს გულში ასე ნაზად სიყვარული ზის…
Misho Dadiani-ის მიერ 2011 წლის 10 03, ხუთშაბათი, 20:49-ზე
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 806 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]