.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
12:55
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;

ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს, 
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს; 
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 777 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]