.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
14:36
საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე

იცი? საყვარელო გიჟი ვარ  სიკვდილამდე
ხანდახან ცხოვრებისგან დაღლილი,დაზაფრული,
რითმები მიქრებიან,მუზები მღალატობენ
და უკვე აღარ მიყვარს შემდეგი გაზაფხული.
ყოველი ნაბიჯები საშიში დილემაა
ტირადას ვეცლები საშიში პათოსით დანისლულს
ფერგაცლილ ნახატებს პლუშიდან ვაუქმებ
და მერე დარდი გამიყოლებს ამაოდ გამიზნულს.
იცი?საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
მაგრამ ეს ლექსები ჩემზე ჭკვიანია,
გვიან დაგიწერე,გვიან შეგიყვარე
ჩემო არსებობა უფრო გვიანია.

ნ.კვესელავ

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 774 | დაამატა: adjara | ტეგები: საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]