.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » საქართველოვ ჩემო ხატოვ,
21:54
საქართველოვ ჩემო ხატოვ,


საქართველოვ ჩემო ხატოვ,
შენ ხარ ჩემი სიამაყე
საქართველოვ შენზე ფიქრში,
მე სიცოცხლე შევიყვარე...
დედამიწის მშვენება ხარ!
წმინდა არის შენი სული
სავსე არის ქართველებო!
სიყვარულით ჩვენი გული..
ედემის ბაღს შენ გადარებ,
ნაკურთხ მთას და ნაკურთხ მიწას,
საქათველოვ მეყვარები
ჩვენს წინაპართ ძვლებსა ვფიცავ.
ქრისტიანი ქართველი ვარ,
ამ ლამაზი ქვეყნის შვილი,
საქართველოვ შენი შვილნი
არის ვაჟკაც გმირთა-გმირი.
გმირებო თქვენ გენაცვალეთ,
თქვენით ცოცხლობს ჩვენი ერი
თქვენი სისხლის ფასად არის
საქართველო მშვენიერი...
მშვენიერი ქვეყანა ხარ,
მთა-ბარით ხარ დატვირთული
დედამიწის მშვენება ხარ,
შენის ცოცხლობს ჩვენი გული.
ომნახდელი ქვეყანა ხარ,
თავს გავწირავ შენთვის მარად
არ მიღირს მე ეს სიცოცხლე,
ოღონდ შენ იყავი მარად!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 984 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]