.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » საათს გადავწევ და დაგაბრუნებ
14:09
საათს გადავწევ და დაგაბრუნებ

საათს გადავწევ და დაგაბრუნებ 
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

არც არაფერი აღარ მაშორებს
ხელის გაწვდენა და გამარჯვება,
მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ
მე გამარჯვება არ მემარჯვება.

და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის,
ჩემთვის სამოთხეც უდაბურია,
ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ
მზე, რასაც ჩემში უხმაურია.

ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან ...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 812 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]