.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » რუხ ოთახში სძინავს მთვარეს
20:04
რუხ ოთახში სძინავს მთვარეს

რუხ ოთახში სძინავს მთვარეს,
როიალზე უკრავს ვიღაც,
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
აგინებს და ლანძღავს დილას.
თეთრ ოთახში მომაკვდავი
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას,
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი
თვალს არიდებს დედის მზერას.
რომ თენდება ვიღაც კვდება.
ანდა ვიღაც ღრუბლებიდან
ფრთა-მომტყდარი დედამიწას
ენარცხება.
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას…
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]