ოთხშაბათი, 15.05.2024, 09:04
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:26 რუხ ოთახში სძინავს მთვარეს | |
რუხ ოთახში სძინავს მთვარეს, როიალზე უკრავს ვიღაც, ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი აგინებს და ლანძღავს დილას. თეთრ ოთახში მომაკვდავი გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას, ცრემლმორევით მდგარი ბავშვი თვალს არიდებს დედის მზერას. რომ თენდება ვიღაც კვდება. ანდა ვიღაც ღრუბლებიდან ფრთა-მომტყდარი დედამიწას ენარცხება. ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |