.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს, მა\შინ მიხვდები რომ იგვიანებ...
13:30
როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს, მა\შინ მიხვდები რომ იგვიანებ...

როდესაც ქარი ააშრიალებს,
როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს,
მაშინ მიხვდები რომ იგვიანებ...
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
ცა მიწად ექცა, ზღვა კი- ხმელეთად,
ფსკერი ცა არის, ცა კი -ფსკერია
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
მიხვდები ის რომ ვერ შეგელია...
ცოტა ხნის წინათ ნაზი გოგონა
გეტრფოდა ძალზე ძლიერი გრძნობით,
ვერ დააფასე მისი ეს გრძნობა
ახლა კი სტირი მხურვალე ცრემლით...
განა დასტირი იმის მკვდარ სხეულს?!
ზღვით გამორიყულ ცხედარს- ნაპირთან.
გვიანი არის ეგ შეცოდება
იგი ცაშია უფალთან ერთად!
ან იქნებ ასე სულაც არ არის, 
უფალმა იგი მწარედ დასაჯა,
რადგან გრძნობისთვის თავი გასწირა
მისი ცხოვრება ასე განსაჯა...
ვინ იცის ახლა სად იმყოფება
იმქვეყნად რომელ გზას ადგას დღემდე,
იქნება უკვე ჯოჯოხეთშია,
ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე.
გაწუხებს დარდი ამგვარი ფიქრით,
გსურს ახლა მაინც იყო მის გვერდით.
შენ მიაშურებ ცისფერ ზღვის ტალღებს
არ დაიღლება იგი ლოდინით...
თუ შეგიყვარდა რად არ თქვი ადრე?!
შენც იწვალე და ისიც აწვალე.
ახლა გინდა რომ იმის გზას ადგე?!
დაიგვიანე! დაიგვიანე!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 813 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]