.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » როცა ვერ გხედავ სევდიანი ვარ
12:25
როცა ვერ გხედავ სევდიანი ვარ

როცა ვერ გხედავ სევდიანი ვარ
თვალებზე მომდის ობოლი ცრემლი,
ჩემის ოცნების უძირო ზღვა ხარ
შენს გამოჩენას ყოველ წამს ველი,
როცა ვერ გხედავ მოწყენილი ვარ
ჩემი თვალები გეძებენ ყველგან,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
აღარასოდეს არ წახვალ ჩემგან,
როცა ვერ გხედავ ირგვლივ ბინდია
და სიბნელეში ვეძებ შენს თვალებს,
დღეები ძალზედ სწრაფად მიდიან
ოჰ, უშენობა როგორ მაწვალებს...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 882 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]