.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » როიალზე უკრავს ვიღაც
17:20
როიალზე უკრავს ვიღაც


რუხ ოთახში სძინავს მთვარეს, 
როიალზე უკრავს ვიღაც, 
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი 
აგინებს და ლანძღავს დილას. 
თეთრ ოთახში მომაკვდავი 
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას, 
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი 
თვალს არიდებს დედის მზერას. 
რომ თენდება ვიღაც კვდება. 
ანდა ვიღაც ღრუბლებიდან 
ფრთა-მომტყდარი დედამიწას 
ენარცხება. 
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი 
ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას...

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 821 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]