.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ
13:10
როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ

როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ 
და მონატრების როგორ ცვივა გულში ნამქერი, 
არ წახვიდოდი ასე ჩუმად, ნაწყენი, არა, 
დაიღვრებოდი სულის სევდად, როგორც სანთელი. 
როგორ გნატრულობ, რომ იცოდე, როგორ გნატრულობ?! 
ამაო ფიქრში, ო, რამდენი ვათიე ღამე, 
ჩემო გულისთქმავ, ჩემო ხატო, სიზმრად გნახულობ, 
მოდი, როგორმე მანუგეშე, მითხარი რამე! 
როგორ მკლავს სევდა, რომ იცოდე, როგორ მკლავს სევდა 
და მონატრების როგორ კვდება თვალებზე ცრემლი, 
არ წახვიდოდი ასე ჩუმად გამწყრალი, არა, 
გადავიწყებას მიეცემოდა აღარაფერი... 
როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ?!.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 860 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]