.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » რაც უფრო შორს ხარ…
14:04
რაც უფრო შორს ხარ…

რაც უფრო შორს ხარ…

10APR
რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 887 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 adjara  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]