.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
15:38
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია


რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია 
მაგრამ 
მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. 
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი
რისი? 
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. 
იქნებ ოდესმე მეც 
მიმიძღვის რამეში ბრალი.. 
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, 
ბავშვი 
რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი 
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ 
სხივები მთვარის, 
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. 
და 
თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! 
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. 
და ორი 
სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. 
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი 
ჩემი.. 
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. 
მე შენ მიყვარდი !... მე 
შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები.. 
მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე…
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]