.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » რა წარმტაცი ხარ რა დიდებული…
20:11
რა წარმტაცი ხარ რა დიდებული…

კვლავ მიხარია ძველი კორდიდან

რიონის ზვირთთა თვალის დევნება,

დაუცხრომლობა გაზაფხულისა

და ფერადების აშადრევნება.

რაღაც ახალის და კარგის ნახვით

ამიღელდება იმედით გული.

ო, მომავალზე მიმდევნო ფიქრო,

რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული!

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 786 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]