.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ყოველთვის მემახსოვრება
00:27
ყოველთვის მემახსოვრება


როცა გიხილე პირველად,
მეგონა მელანდებოდი,
როცა თვალებში ჩაგხედე
მეგონა ვიკარგებოდი

ყოველთვის მემახსოვრება,
ის საოცარი დღეები,
პირველად როცა ვიხილე 
ეს საოცარი თვალები

მას შემდეგ თავში მიზიხარ,
ჩემი ცხოვრების არსი ხარ,
მზე და სიცოცხლის წყარო ხარ,
და მუდამ ჩემს ფიქრებში ხარ

შენთან ვიქნები ბოლომდე,
თუნდაც იმ წუთას ვკვდებოდე,
მინდა რომ შენზე ვზრუნავდე
და შენ კი ჩემზე ფიქრობდე.


მალევე მოვალ და ხელს გთხოვ,
მოსაფიქრებლად, დროს მომთხოვ,
ვიცი კარგად დაფიქრდები 
და მალევე დამთანხმდები

შემდეგ კი დავქორწინდებით,
და ცხრა თვეში გავმრავლდებით,
გვეყოლება ხუთი შვილი
სამჯერ მეტი შვილიშვილი.

გაივლის მრავალი წელი,
მიყვარხარ კვლავაც გეტყვი,
მალე სიკვდილიც მეწვევა 
და სიკვდილის წინ ვიტყვი:

აი ბოლომდე მახსოვდა ,
ის საოცარი დღეები,
პირველად როცა ვიხილე 
ეს საოცარი თვალები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო SMS | ნანახია: 880 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]