.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო
21:38
ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო

ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო,
სულსი მაისის შადრევნების აშადრევნებით,
სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს,
სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.

ორივე ფეხით უნდა იდგე წილხვედრ მიწაზე,
მამულის უნდა გესმოდეს და უნდა გტკიოდეს,
უპოვართ შორის უნდა გქონდეს
ნავთ საყუდელი,
საზეო ნების აღსრულება უნდა გწყუროდეს.

ჩვენ არჩევანი ერთ დროს უკვე 
ზეცად მივიღეთ,
და ეხლა მისი აღსრულებაა დასაშურია,
ისე იზრდება ეს სოფელი დრომდე თანაბრად,
ასე ძალუმად გულს არასდროს უხმაურია.

...ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო,
სულში მაისის შადრევნების აშადრევნებით,
სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს,
სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 956 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]