.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
13:53
ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

საით მშვიდობავ? საით ინებებ...
აშვებულია ჩემი აფრები.
ზევით თუ ქვევით, საით მომიხმობ 
ყველგან ვიქნები შენი თანმხლები.

ო, ეს სიტყვები შენი სიტყვები,
მარადისობის მზით შენაფერი,
თავს ვერ დავახწევ მე მათ დინებას
სიცოცხლისა და მაისის ფერი.

საიდან საით?რა დაგრჩენია 
ამ ცოდვიანი მოდგმის სასრულში?
ხსნა ხარ შენ ჩემი და აღმაფრენა,
მიხსენი შენში,დიდ სიყვარულში.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული,
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 782 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]