.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » ყალბ პატრიოტებს
15:25
ყალბ პატრიოტებს

მიემართება ბრბო ტრიბუნებზე

დღეს უცხოური ტრადიციებით

ქართული სპორტის საქომაგოდ და 

თან ძალზე დიდი ამბიციებით.

ფერად ალბომში დავდებთ ფოტოებს,

მოუთმენლობით ცაში ვფრიალებთ:

"ეს ყაზბეგია, ეს კი- თუშეთი

მოიწონეთ და გაიზიარეთ"

გვიყვარს აკაკი, ვაჟა, ილია,

გალაკტიონი - სულ დარდიანი,

მაგრამ არასდროს არ წაგვიკითხავს

"მერი", "კაცია ადამიანი?!"

დაზეპირებულ სადღეგრძელოებს 

დავწერთ მსხვილ და გრძელ კომენტარებად,

განსხვავებული აზრის წინაშე

დავირაზმებით ჯარისკაცებად.

პირჯვარს გადვიწერთ სხვის დასანახად

მერე კი დედებს წავბილწავთ სიტყვით

მოჩვენებითი პატრიოტიზმის

ყალბ, ცივ ცეცხლებად ვიწვით და ვიწვით.

დღეს საქართველოს კარგი შვილობა

ქვია ფეხბურთის, სპორტის ფანოაბს

საქმე?- რად გვინდა საქმე როდესაც

სუფრაზეც ვიცით ტკიბილი გალობა.

მე კი დღეს ალბათ მოღალატე ვარ

ქართველობას რომ ვუპოვე ნაკლი

აბა, ჩამქოლეთ "პატრიოტებო"

და მითხარით, რომ ჯობია გავქრე.

მე კი გავიდგამ მყარად ძველ ფესვებს,

მაინც დავუწერ სამშობლოს ლექსბებს

მის ტკბილ მიწაზე, მის ტკბილ ოდაზე

და მწარე ქართულ რეალობაზე.

ვიქნები მისი დამტვრეული რწმენის ტოტები,

მივიწყებული "იავნანას" თბილი ნოტები,

დამიძახებენ "მოღალატეს" ლაჩრულად კვლავაც

მოჩვენებითი, ერთჯერადი პატრიოტები.

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 838 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]