.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ფრაგმენტალური მოგონებებით
15:36
ფრაგმენტალური მოგონებებით

ფრაგმენტალური მოგონებებით
ვაწყობ მე შენთან შეხვედრის კადრებს,
მაგრამ ვერაფრით წრე ვერ შევკარი, ვერ მივადექი შენს გულის კარებს.
გაუცხოვების უხილავ ფარდას,
დამაშორებელს ჩვენი სულების,
მე ვდევნი ყოველ შეჯახებისას
სამანებიდან ჩვენი ხილვების.
იქნებ ეს ღამე მოკავშირეა?!
ჩვენ მისით ვიგებთ ჩვენ ჩვენს რაობას
და ვიდრე ღამეს არ გავათენებთ
ჩვენ ვერ მივაღწევთ თანაფარდობას?
ვინ იცის ?! გზა კი, ისევ გრძელდება 
და შენ ისევე ისე მშორდები,
მომეცი შანსი და შენ იხილავ,
მზეს რომ ხვდებიან დილის ვარდები.
არ მიმატოვო,არ დაიჯერო, 
ამ წამიერი შემოღამების,
არ მავიწყდები მე შენ არასდროს,
და არც ღიმილი შენი თვალების.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 856 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]