.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო
19:54
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო, 
მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... 
გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!
წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო, 
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, 
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 808 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]