.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » პროლოგი.
21:52
პროლოგი.

პროლოგი.

ჩემში ხარ თუმცა მე შენ სიშლეგეს
ვერც ვერაფერი ვერ მოვუხერხე,
ღუზა რომელზეც გულით ვკიდივარ
ვხერხე ვხერხე და ვერ გადავხერხე.

და ამიტომაც მხედავენ ყველგან
იქ სადაც ვარ და სადაცარა ვარ,
შავი ბერიც კი მონაგონია
სამანებს მიღმა მე რომ დავდივარ.

ასე ირწევა ჩემში მაისი,
მარტის ფეთქებით ცა ნამეხარი,
როგორც სიცოცხლე სიკვდილის ზღვაში
ყველა სიკვდილზე უფრო მედგარი.

გრთავ ცრემლიანი დილის ვარდებით
მე მომლოდინე ცის განჩინების,
როდის ინებებ ჩემს დაძახებას
და აღსრულებას იმ ერთის ნების.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 787 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]