.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ო, რა ლამაზი თვალები გქონდა
23:57
ო, რა ლამაზი თვალები გქონდა

ო, რა ლამაზი თვალები გქონდა, 

როცა იყავი ბავშვი პატარა, 

შენ მოგფენოდა ყველა სიკეთე, 

ცხოვრებამ სწორი გზებით გატარა. 



ო,რა უძირო თვალები გქონდა 

შენი სულივით წმინდა და ლაღი, 

გულში სიცრუეს არ გაივლებდი, 

როცა იყავი პატარა ბავშვი. 



შენ საოცარი ვინმე იყავი, 

მთელი დღე სდევდი ეზოში პეპლებს, 

მერე დაჭერილს გაუშვებდი და 

ეტყოდი:” კიდევ იფრინე ერთ დღეს” 



შენ უდარდელი ღიმილი გქონდა, 

მუდამ გეფინა სხივთა კამარა , 

შენ ქალღმერთივით დიადი იყავ, 

თუმცა იყავი ბავშვი პატარა. 



ახლა შემხვდი და ვეღარ გიცანი, 

რამდენი წერლი გასულა თურმე, 

მეგონა კიდევ ბავშვი იყავი, 

თურმე შემცდარვარ,ვცდებოდი თურმე, 



თვალები ისე აღარ გიბრწყინავს, 

დროს დაუტყვია თავისი კვალი, 

ღიმილიც არ გაქვს უდარდელი და 

არ მეჩვენები კვლავ ისე ლაღი. 



ახლა შენ შვილებს მოაცილებდი, 

მე დავინეხე მათში ის ბავშვი, 

ოდესღაც ჭრელი კაბა რომ ეცვა, 

და რომ დაზდევდა პეპლებს ამ ბაღში. 



ახლა ამ ბაღში შენს შვილებს ვხედავ, 

და მე შევიგრძნობ დროის სიმცირეს, 

წუთისოფელი მოკლეა,ხედავ? 

ალბათ შენც გრძნობ და ალბათ იცი შენც! 



ყველა მიდის და ალბათ შენც წახვალ, 

წახვალ,გაჰყვები დროის ბილიკებს, 

გაქრება ბავშვი ლაღი,პატარა 

და მაშინ იგრძნობ დროის სიმცირეს!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 842 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]