.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » ნიკო გომელაური ოპტიმისტური ლექსი
18:33
ნიკო გომელაური ოპტიმისტური ლექსი

ვლავ ცივი დეკემბერია, 
კვლავ გაიხადა ტყემ, 
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, 
მაგრამ... იმატა დღემ. 

ისევ მაკივლებს შაკიკი, 
ისევ წამერთვა ხმა, 
ისევ არა მაქვს კაპიკი, 
მაგრამ... არ მცვივა თმა. 

თუმცა მებმევა ენა, 
თუმცა მაკლია თვალს, 
თუმცა არა მაქვს სმენა... 
მაინც მოვწონვარ ქალს. 

თუმცა მარტო ვარ მუდამ და 
თუმცა დავუთმე მტერს, 
თუმცა ცრემლები მგუდავდა, 
ლექსი ხო მაინც მწერს. 

ირგვლივ იმდენი ყალბია 
და ჩემთან ერთად სვამს. 
ირგვლივ გვამები დარბიან 
სამაგიეროდ მწამს: 

როგორც არ უნდა გათოვდეთ, 
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. 
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ, 
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 797 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]