ორშაბათი, 29.04.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:33 ნიკოლოზ ბარათაშვილი (არ უკიჟინო, სატრფოო…) | |
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო, მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს, არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად, ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ? მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები! მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი, 1841 წ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |