.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ნაცნობ რიცხვების კომბინაციას
22:00
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას

ნაცნობ რიცხვების კომბინაციას
ავკრეფ და შენს ხმას დაველოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის 
და მეც ისევე განვმეორდები.
როგორც აქამდე ჟამიდან ჟამში 
მარადიული შენი მდევარი,
ვარ განწირული დასაბამიდან 
როგორც სიზიფე,ბედის მწევარი.
გახსოვს ოდესღაც ერთად ვიყავით..
იმ ხსოვნის მეტი რა მაბადია.
უკიდეგანო გაუცხოვების,
ბოლო პიკი და ბოლო სტადია.
ეს უშენობა გადამიყოლებს
ვხედავ დაგკარგე სამარადისოდ
და ამ უდაბნოს შევუერთდები
უცილობელად ამ სამაისოდ.
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას 
ავკრეფ და ისევ დაგელოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის 
და მედც ისევე განვმეორდები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 903 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]