.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » ნამდვილი სიყვარულის ნიშნები
12:28
ნამდვილი სიყვარულის ნიშნები


ფსიქოლოგთა აზრით  - ისინი ხუთამდე დაიყვანება:
•    კომპლემენტარულობა
ბიოლოგიაში არსებობს რამოდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურა, რომლებიც ავსებს ერთმანეთს – შესაფერისობა, მიზიდულობა, სიახლოვე, ურთიერთობა. ეს უმთავრესია ნამდვილისიყვარულისას. საყვარელი ადამიანი შენთვის უნდა იყოს ყველაზე ახლობელი, ყველაზე მშობლიური და შენი. მასთან თავს უნდა გრძნობდე ყველაზე თავისუფლად და ლაღად. მასთან ადვილად უნდა იხსნებოდა, ნებისმიერ თემაზე უნდა შეგეძლოთ საუბარი. გულახდილობა უფრო აახლოებს ადამიანებს, აქცევს ერთ მთლიან არსებად.
•    მეორე ნიშანია თავისუფლება
ნამდვილი სიყვარული და მონობა ერთად არ არსებობს. ორივე შეყვარებული ადამიანი თავისუფალი და თანასწორია. ნამდვილი სიყვარული არ ცნობს მონობას, ნებაყოფლობითსაც კი. რა თქმა უნდა ჩვენ სიხარულს გვანიჭებს ის, რომ დავემორჩილოთ საყვარელ ადამიანს, შევუსრულოთ კაპრიზები და ბრძანებები, მაგრამ ჩვენ ხომ ასევე გვიყვარს მითითებების მიცემა და მბრძანებლობა. აქაც არ ირღვევა თანასწორობა. შეიძლება ადამიანს აიძულო ბრძანების შესრულება, თუმცა არა სიყვარულისიყვარულის მთავარი არსი ხომ ნების თავისუფლებაშია.

•     ემპათია – ეს არის უნარი თანაგრძნობის, სხვისი სურვილებისა და შეხედულებების გაზიარებისა. როცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არ ვართ და როცა ერთმანეთს ვიღებთ ისეთს, როგორებიც ვართ. სიყვარული ისე აახლოებს ადამიანებს, რომ მათი ინტერესები და შეხედულებებიც ერთიანდება. შეყვარებულებს მოსწონთ ერთი და იგივე ფილმები, წიგნები, ჭამენ ერთსა და იმავე საჭმელს და ა.შ. 
ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგრამ მათ შეუძლიათ მსხვერპლი გაიღონ და საყვარელი ადამიანის გულისთვის ისეთი საქმით დაკავდნენ, რომელიც არ აინტერესებთ. სწორედ ეს არის ემპათია.    


•    სიღრმე – ხშირად სიყვარული ეშლებათ მეორე არანაკლებ ძლიერ გრძნობა – მიზიდულობაში. როცა ადამიანი გიზიდავს რაც შეიძლება ხშირად გინდება მისი ნახვა, ვეღარ ითმენ როდის დადგება ის წუთი, როცა მას დაინახავ. სიყვარული ამ გრძნობისაგან სიღრმით გამოირჩევა. მიზიდულობა შეიძლება გაქრეს, როგორც საპნის ბუშტი. თუმცა ის შეიძლება დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოს. სიყვარული უფრო გტკივა, უფრო გახარებს, უფრო გაბედნიერებს. და ეს ყველაფერი ხდება არა ზედაპირულად, არამედ სულისა და გულის სიღრმეში. სიყვარული შეიძლება ზღვას შევადაროთ – ზედაპირზე ქარიშხალი და შტორმია, თოლიები ყვირიან და ქარი უსტვენს. სიღრმეში კი სუჩუმეა, მხოლოდ წყალმცენარეების ირწევიან და თევზები დაცურავენ. ზღვის მთავარი სიმდიდრე მის გულში, ღრმად ინახება. აბა დაუკვირდით – ასე არაა ნამდვილ სიყვარულშიც?
•    მოძრაობა, ცვალებადობა – ეს შეიძლება იყოს გრძობის ზრდაც და კლებაც. ის ისევე როგორც ცხოვრება– არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიყვარულის კონსერვირება შეიძლება – ძალიან ცდება. 
სიყვარული მთელი თავისი სიღრმით ვერ იტანს ერთფეროვნებას. ის ყოველთვის სიურპრიზებს გვიმზადებს. სწორედ ამაშია მისი უკვდავების აზრი. ვინმემ შეიძლება იკითხოს – კი მაგრამ, ცვალებადობა როგორ შეიძლება იყოს სიყვარულის ნიშანი? ამ დროს ეს ზუსტად ასეა. სიყვარული სულ მუდამ იხრება აქეთ-იქით. უბრალოდ თქვენი გადასაწყვეტია საით მიაბრუნებთ მას. დეგრადირდება ის, გახმება, მოკვდება თუ გაიფურჩნება, გაღრმავდება თუ გაწყდება – ეს თქვენზეა დამოკიდებული. ყველას არ შეუძლია სიყვარულის  - ამ ღვთიური საჩუქრის დაფასება. იფიქრეთ ამაზე – ყველაფერი თქვენს ხელში,  თვალებში, გულში და სულშია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1145 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]