.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან
22:14
მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან


მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან,
თვით სიყვარულმა რაც გამოადნო
და ცის კიდურზე მიეგებება
მას ვინც მეობა მისი გაანდო.
მე შეიძლება ვერც შევამჩნიო
მაგრამ გული ხომ ყველაფერს ხვდება,
ის რომ აქ ჩვენი შუამავლობით 
მთელი სამყაროს მერმისი წყდება.
გადათვლილია ყოველი წამი
შენი და ჩემი ერთიანობის,
ნუ შევჩერდებით ჩვენს იმედზეა
დიადი ხელი უფლის წყალობის.
ზეცა ვისუნთქოთ უპირველესად
და გულის ძგერა გვესმოდეს მისი
ვინც არ დაგვტოვებს ამ უკუნეთში
და ერთგულია ყმისა თუ ძმისი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 837 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]