.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » მუხრან მაჭავარიანი (მე ისეთ ქართველს რა უთხრა !)
19:47
მუხრან მაჭავარიანი (მე ისეთ ქართველს რა უთხრა !)

მოსწავლეთა ზამთრით არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხდი :
იქ ვნახე ქართველი პიონერები , რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართულად .
ეს ჩემი ლექსი , ბავშვებო ,
არც შემოდგომას ეხება ,
არც სურათია ზამთრისა ,
არც გაზაფხულის შექება .
ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების ,

საუბედუროდ , რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან ,
ქართულად ხმას ვერ იღებენ ,
რუსულად – გაგიხარია !

რუსულის ცოდნა , იცოცხლე ,
საბრალორამ არი ,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი .

ენა არ გაწყენს არც ერთი ,
უნდა იცოდე რამდენიც ;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი !

მე ისეთ ქართველს რა უთხრა ,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას , კითხვას და ლაპარაკს .

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული ;
ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად ,
არც სხვისი ესმის ქართული .

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა – პაპანი –
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი ?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული ,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით ,

შენ აქ რა ღმერეთი გაგიწყრა ,
ვინ იყო შენი გამზრდელი ,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი ?!
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ,
რა ვუთჩხრა ისეთ ამხანაგს ,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას კითხვას და ლაპარაკს

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 957 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]