.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » მთვარემ შეცურა ნაზად ნაძვებში
15:19
მთვარემ შეცურა ნაზად ნაძვებში
მთვარემ შეცურა ნაზად ნაძვებში,  
და ბილიკები ვერცხლით დაფარა,
ნეტავ რა უნდა მთვარეს იმ ტყეში, 
შეყვარებული ხომ არ დაკარგა?!

მიეალერსა გარეულ ვარდებს,
სხივებს შეასხა წყალი ანკარა,
წყაროსთან გოგომ აკოცა სატრფოს
და წამწამები მორცხვად დახარა.......
 
მთვარესაც თთქოს სურდა ჩაქრობა,
ხედავდა ქალის სევდიან თვალებს,
და მბჟუტავ ვარსკვლავს ძლიერ უკვირდა,
რომ სიყვარულის შეშურდა მთვარეს !!!!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 829 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]