.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » მსმენელი ერთი ავტორი: გიორგი ბოგველი
01:21
მსმენელი ერთი ავტორი: გიორგი ბოგველი
იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი,
ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა,
მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი
და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა…
ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის,
მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!..
მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი…
და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი.
მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას,
როცა დაღლილმა ამოვღერღე მე ბოლო ნოტი,
მსმენელი ერთი, არც წითური და არცა ქერა
ამ ეფინიზმით დაბნეული, ვით უხმოდ ჭოტი…
მე დავასრულე, ხომ ვიმღერე მარტომ დუეტი?!.
ახლა სცენაზე თავდახრილი მოველი თქვენს ტაშს…
მსმენელი ერთი შავგვრემანი, სველი უპეთი
მომიახლოვდა და სიფრთხილით აქნევდა თავს…


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 799 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]