.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » მოვედინ უფალო,გავლიე შარა-გზა
19:42
მოვედინ უფალო,გავლიე შარა-გზა


მოვედინ უფალო,გავლიე შარა-გზა
კადნიერ ქცევისთვის ნუ დამსჯი დარდიანს.
ბოროტმა ყოველი კარები ჩარაზა,

წყალობას შემოგთხოვ მაღალს და მადლიანს.
დამფლითეს,ამაჭრეს ბებერი სხეული,
იმედებს მაცლიან შველა ვის ვუთვალო.
უშენოდ რა ძალმიძს,სუსტი ვარ ეული,
სისხლისგან ვიცლები,მომხედენ უფალო.
მავანი გადასწვდა მიწას და მთა-გორებს,
უცრემლოდ აღარ მაქვს სხეულზე ადგილი,
ბოროტი სხეულზე კამათელს მაგორებს,
მერწმუნე უფალო,არ არის ადვილი.
ყოველთვის გადავრჩი შენეულ წყალობით,
მუხლებზე ვერ დამცეს მოხუცი,ჭაღარა,
ახლა კი, გეახლე ცრემლიან გალობით,
შემინდე უფალო,არ ძალმიძს აღარა.
მიკვდება,მშორდება,მეცლება შვილები,
უცხონი ყვებიან ივერთა მითებზე,
მიშველე უფალო,მიხმება ძირები,
ვიდრემდის ქართველებს დავითვლი თითებზე.
ჭარმაგი ცხოვრება,შენით რომ გავლიე,
გადახსნილ ჭრილობას ახლა რა ვუფარო,
ათასჯერ შენს ხელში სული რომ დავლიე,
საკუთარს მაძლევდი წყალობად უფალო.
და ისევ აქა ვარ,აღარ მაქვს ძალ-ღონე,
შენს ფეხთით ვიქნები ვიდრემდის მომხედავ,
ცოდვილი გამხადე შენი ხმის გამგონე,
დაჭრილი მოვედი უფალო,ხომ ხედავ.
უცებ ჩამოეხსნა ზეცას თალხისფერი,
გართხმულ საქართველოს სხივი დაეფარა,
თავზე წამოადგა სვეტი ნათლისფერი,
თასი მირონების სხეულს დაეღვარა,
-აღსდექი ლაზარე,გიბრძანებ აღსდექი,
ვინ მოგცა უფლება მუხლებზე დაცემის,
მომენდე და რწმენით ფეხებზე დადექი,
დრო-ჟამი მოვიდა პასუხის გაცემის.
მოუხმე,შეკრიბე,სრულიად ქართველი.
გაკურთხებ,გიწონებ ტკივილის ატანას,
დარდის და ვარამის აქამდე არმთქმელი,
შენს ბებერ მუხლებთან ვაჩოქებ სატანას.
ღრუბლიან ცის ტატნობს სინათლე დაეცა.
ღმერთი და ხელები,ზღაპარი როდია,
ბოროტებს ღმრთისაგან პასუხი გაეცა,
და ნახე უფალო,ქართველნი მოდიან.
მოდიან,იქუხა ზეცამ და ატირდა,
გამრავლოთ ძე-მოდგმა სიკეთის ჩამდენი
და მაშინ უფალი პირველად გაკვირდა,
ახედა ზეციერს,ყოფილან რამდენი.
მოდიან,მზე მოაქვთ დაღლილი ხელებით,
იმედად ყრმათა და აკვანთა სიმრავლე,
გვაპკურე უფალო ნათელი ფერები,
დალოცვილ მიწაზე ქართველი გვიმრავლე.
და იმ დღეს მამა ღმერთს ცის კარი გაეღო,
ჭირ-ნახულ ქართველებს წმინდანნი შველოდა,
დარდი და ვარამი დროს უკან წაეღო,
უფალს კი სახეზე ღიმილი შვენოდა!!!.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 797 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]