.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მომეცი ხელი, უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
14:09
მომეცი ხელი, უჩემობა, ვიცი გაწუხებს...

მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 839 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]