.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მოლეკულარულ დონეზე
18:50
მოლეკულარულ დონეზე

მოლეკულარულ დონეზე,
იქ სადაც სული ხორცდება,
ჩაშიფრულია ზიარი
შემი და ჩენი ცხოვრება.

მიზიდულობის კანონით
ჩვენ ერთმანეთზე კრულები,
თვალით უხილავ ძაფებით
სხვადასხვა პოლუსს ბმულები.

სასრულით დასაბამისკენ
უფსკრულს შვებული ტრამპლინით,
წარსულით გამოტყორცნილი
ზე მომავალში გზავნილით.

ამ ქვეყანაზე ცხოვრება
მავანს სამოთხე გონია,
და სხვისი გაკვირვებია
,,-თმენა რად მოუგონია?!’’

წამია წამი საწუთრო 
და წამის წამით წამება,
ძნელი მაგრამ საშური
იმ ერთადერთის წამება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]