.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » მოგიძღვნი სიტყვებს,მოგიძღვნი ლექსად...
12:06
მოგიძღვნი სიტყვებს,მოგიძღვნი ლექსად...

მოგიძღვნი სიტყვებს,მოგიძღვნი ლექსად... 
მოგიძღვნი პროზად...სიმღერად...წესად... 
გაჩუქებ სიზმრებს,სიხარულს ზეთა, 
უმანკო გრძნობებს ხასხასა ფერთა... 
გაგანდობ ნატვრის უხმო ნაბიჯებს, 
რომელიც მხოლოდ გულში აბიჯებს... 
გაჩუქებ ნიავს,ფოთლების გროვას, 
ზაფხულის სითბოს,ფიფქების თოვას... 
გაჩუქებ ქარში იდუმალ ამბორს, 
ჩუმი ბგერებით სიცოცხლეს განდობ... 
მერე გავქრები მკრთალ,ნათელ ჩრდილში, 
ავირეკლები შენს თვალთა ჭრილში... 
მცნებად დავტოვებ ფიქრების დგაფუნს 
და გაზაფხულით სულგამთბარ ქარბუქს...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 868 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]