.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მოდი... ყვიროდა ღამე -
12:21
მოდი... ყვიროდა ღამე -


მოდი...
ყვიროდა ღამე -
სულში ჩაბუდებულ 
ფიქრად,
ნარცისულ ოცნებებს 
ვამსხვრევ,
აღარ ვეჯიბრები
ყინვას...
ახლა -
შემორჩენილ წამებს
ისევ გადავითვლი
დიდხანს,
უკვე -
ჩაფიქრებაც გმართებს,
თუმცა 
არაფერი მითქვამს.
ვხედავ
აყეფებულ ძაღლებს,
თეთრად გათენებულ 
სცენას,
რაღაც დაეკარგა 
თითქოს,
თოვლში ფანტელების
ცვენას...
წავალ!
გაჰყვიროდა სული,
ღამეც -
მონატრებას იდგამს,
ჯერაც
არაფერს არ ვამბობ,
მაინც -
ყველაფერი მითქვამს!....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 772 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]