.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
12:27
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...

მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 765 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]