.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » მისით ცოცხლობ, მისით გიცემს ეგ გული თაკო დარბაიძე
01:13
მისით ცოცხლობ, მისით გიცემს ეგ გული თაკო დარბაიძე
ახლა შევძლებ, რომ გავუდგე მარტო გზას.
მიხარია შენი ბედნიერება.
ჩემს გულს შენგან გაცემული ნუგეში
ვერასოდეს ვიცი ვერ მიეღება.

მისით ცოცხლობ, მისით გიცემს ეგ გული,
მისით გინდა, რომ გაათბო სამყარო,
მასში ყველა ჩუმად გაყუჩებული
სევდა გინდა, რომ ვარდად გაახარო.

მისით ცოცხლობ, მისით გიცემს ეგ გული,
ყველა ტკივილს თვალდახუჭვით ერევი.
როცა გძინავს წარმოიდგენ, რომ მის ხელს
შენი ხელით გასათბობად ეხები.

მისით ცოცხლობ, მისით გიცემს ეგ გული,
უმისობა გადაგრევს, გაგაგიჯებს,
ახლა თითქოს მარტო დარჩი და ხვდები,
ერთადერთი მე ვარ ვინც შენ გაგიგებს.

ეს პატარა იმედები გაცოცხლებს,
გრძნობით გინდა გულთან ახლოს მოვიდეს,
ბოროტება კვლავ სიხარულს აკავებს,
მაგრად დაიჭირეს, ხელი მოკიდეს.

შენ ფიქრობ, რომ აღარავის უყვარხარ,
მე კი გვერდზე ვარ და ნუთუ ვერ მამჩნევ?
მხოლოდ ერთხელ შენთვის, უკანასკნელად,
სულ ყველაფერს მივატოვებ და გავცემ.

არ შემჩნევა არაფერი არ არის,
მე ავიტან შენგან ქვეყნად ყველაფერს,
ახლა ვხედავ მე ჩემს თვალზე ულევ ცრემლს,
უსახობა მალე სახეს წამართმევს.


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 795 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]