.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული
18:47
მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული

მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული,
სად არის განძი გადანახული.
ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი,
წარმავალისგან გამონარჩევი.

ამ ცხრა მთისა და ამ ცხრა ზღვის მიღმა
გულის გულშია დავანებული.
ფენა და ფენაა საზეო წყობით,
ორმოც ოთახში დალაგებული.

მაგრამ, ერთია განძის მიგნება
და მეორეა შეხსნა კარისა,
ხალას ოქროთი ჩამოსხმულისა
და მოტანილი უფლის ხარისა.

ერთადერთთა ამ ქვეყანაზე
ამ საიდუმლო კარის გამღები
და იმ დაკარგულ ოქროს გააღებს
ყავს ერთადერთი მხოლოდ გამგები
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 889 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]